X
57 წლის ასაკში ცნობილი მუსიკოსი, პრინცი გარდაიცვალა
10:01 / 22-04-2016
21 აპრილს, აშშ-ში ლეგენდარული ფანკ-შემსრულებელი - როჯერს ნელსონი, იგივე პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალება განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით, ის გარდაცვლილი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში იპოვეს.

ცნობილი ხდება, რომ აპრილის დასაწყისში პრინცმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ატლანტაში დაგეგმილი კონცერტი გადადო.

მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 57 წლის ვარსკვლავი გაცივდა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაურთულდა. გასულ პარასკევს პრინცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს. პრინცის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

პრინცმა მსოფლიო პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას საკუთარი ალბომების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Purple Rain.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს