X
რა ხდებოდა წუხელ თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის გამო: მოგლეჯილი ხეები და 100-ზე მეტი გამოძახება სამაშველოში
10:27 / 22-04-2016
უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. შეტყობინებები, ძირითადად, ძლიერი ქარის გამო ხეების მოგლეჯას ეხებოდა. რაც შეეხება რეგიონებს, ხეების მოგლეჯის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის, რუსთავშიც. რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ მაგისტრალზე კი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი დაზიანდა, რომლის შედეგადაც სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხდა. ქარმა რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, რამაც ქალაქის გარკვეული ნაწილისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. სპეციალური ჯგუფი მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]