X
IRI-ის კვლევით ”ქართულ ოცნებას” 20%, ”ნაციონალურ მოძრაობას” 19%, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” 13%-იანი მხარდაჭერა აქვს - გია ცაგარეიშვილი
22:59 / 22-04-2016
”თავისუფალი დემორკატების” ერთ-ერთი ლიდერის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, IRI-ის კვლევებში, პარტიულ რეიტინგებში ”ქართული ოცნება” ლიდერობს და მას გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს , ხოლო მეორე ადგილზე ”ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც მმართველ ძალას მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცაგარეიშვილმა განუცხადა ”თავისუფალი დემოკრატები”, 13%-ანი მხარდაჭერით, მესამე ადგილს იკავებენ, მეოთხე ადგილზე კი 8%-ით ”ლეიბორისტული პარტიაა”.

გია ცაგარეიშვილის თქმით, IRI-ის კვლევებში ასევე საკმაოდ მაღალია ისეთი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა და ასეთი ადამიანების მაჩვენებელი 40%-მდე მერყეობს. თუმცა, როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, IRI-ის გამოკითხვის თანახმად, იმ პირთა უმეტესობა, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ფიქრობს, რომ შესაძლოა მხარი ”ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭიროს, მეორე ადგილზე კი აქ ”თავისუფალი დემოკრატებია”, ხოლო მესამეზე - ”ქართული ოცნება”.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მისი პარტია ლიდერია მეორე არჩევანში. ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, გამოკითხულთა 12%, იმ შემთხვევაში, თუ ხმას უპირატეს პარტიას არ მისცემს, მხარს ”თავისუფალ დემოკრატებს” დაუჭერდა. ცაგარეიშვლის თქმით, მეორე არჩევანით, მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობა”, მესამეს კი ”ქართული ოცნება” იკავებს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI ) პარტიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა დღეს დაიწყო. შედეგებს უკვე გაეცნენ ”თავისუფალი დემოკრატებიც”. მედიას კი კვლევის შედეგებს IRI მომდევნო კვირას გააცნობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს