X
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება - რა ბრალი წაუყენეს ნატა ფერაძეს
19:15 / 07-05-2016
ნატა ფერაძეს წინააღმდეგ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" ორი მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, ნატა ფერაძეს ბრალი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" წაუყენეს. ამის პარალელურად კი დაიწყეს მის მიმართ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლით, კერძოდ: შსს-ს ცნობით, ფერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ირანის ხელისუფლება მალავს რეალურ ინფორმაციას დაავადებულების შესახებ - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი ირანში კორონავირუსის გავრცელებაზე
შეცვლიან თუ არა გახარიას რამდენიმე დღეში და ვინ იქნება შემდეგი პრემიერი?
ქართველი "ლუი ანდერსონი", რომელიც 3 წლის წინ, მთელმა საქართველომ შეიყვარა, უმძიმეს მდგომარეობაშია