X
ყველაზე მრისხანე ნარკო ბარონი "ელ ჩაპო" გაძლიერებული დაცვით ამერიკის საზღვართან გადაიყვანეს
19:19 / 08-05-2016
მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ გუზმანი აშშ-ის საზღვართან ახლოს, ქალაქ სიუდად ხუარეზში მდებარე ციხეში გადაიყვანეს. სინალოას ნარკო-კარტელის ბოსი ნარკო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, რომელიც იანვრის თვეში, ციხიდან გაქცევის შემდეგ დააკავეს. მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სიუდად ხუარეზში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, "ელ ჩაპო" გუზმანის გადაყვანამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ივლისამდე გუზმანის ექტრადირება აშშ-ში იგეგმება, სადაც მას ილინოისის შტატში მდებარე "მერიონის" ციხეში გადაიყვანენ. "ელ ჩაპო" გუზმანს ბრალი ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ადამიანთა გატაცებასა და სხვადასხვა ქალაქებში ადამიანების მკვლელობაში ედება, მათ შორის ისეთი ქალაქებია, როგორებიც ჩიკაგო, მაიამი და ნიუ-იორკია.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“გაგვაჩუმა მთელი ოჯახი“ - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის უხერხული კადრები გაიპარა, გუგა ქაშიბაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
კიდევ ერთი უხერხული კადრი - კახა კალაძეს პირდაპირ ეთერში ბუზის მოგერიება დასჭირდა
“ქართულ უკრაინული ოჯახიც შედგა“ - გიორგი ბარამიძე დაქორწინდა
“აი ეს ხდება “თერჯოლა მედიში“ - 66 წლის კოვიდდადასტურებულ პაციენტს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, საავადმყოფო კარებს არ უღებს
ანა დოლიძეს პირდაპირ ეთერში უხერხული კადრები გაეპარა- როგორ ლოცულობს კანდიდატი
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
“მოდიან“ - მოცეკვავე კაცი აქციიდან, რომელიც უკვე ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა