მეჭიაური, ხიდაშელი და კომპიუტერული თამაშები - თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი
18:52 / 11-05-2016
თავდაცვის მინისტრის მისამართით თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე თინა ხიდაშელი პირველ კომენტარს აკეთებს. მინისტრის თქმით, მეჭიაური მისთვის საინტერესო არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თავდაცვის მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას კვალიფიკაცია დაუწუნა. მეჭიაურის აზრით, თინა ხიდაშელმა ომის სფეროში კომპიუტერული თამაშები მაინც უნდა იცოდეს.