X
წამებისა და გამოძალვისთვის სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა შეუფარდა
13:07 / 15-05-2016
კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულ გია უდესიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასამართლოდან აცნობეს, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ვინაიდან ბრალდებულები საქართველოში არ იმყოფებიან და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამიტომ უდესიანს პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რადგან მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე აქვს პატიმრობა შეფარდებული.

გია უდესიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო