რამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ წელს? - პასუხისგებაში 54 პირია მიცემული
13:02 / 21-05-2016
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი.