3 კილო ტროტილი, 4113 საბრძოლო ვაზნა და 75 ხელყუმბარა... ჯავახეთში 5-მა მოქალაქემ იარაღი და საბძოლო მასალა ჩააბარა
11:40 / 28-05-2016
სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4113 საბრძოლო ვაზნა, 3 კილო და 700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი, 5 მჭიდი, 39 ამფეთქი ფალია, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 17 საკვამლე კოჭა, 8 ფეთქებადი ჭურვი და 3 სასიგნალო რაკეტა.