თავდაცვის მინისტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების დეტალებს გაეცნო
10:14 / 09-06-2016
გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ საგამოძიებო ჯგუფს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.