X
"მაგდა, შენ ხარ მკვლელი, შვილი საკუთარი ხელით გაგუდე" - პაპიძისა და დედამთილის დაპირისპირება სასამართლოში
14:29 / 14-06-2016
მაგდა პაპიძე, შენ მკვლელი ხარ, - ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე პოზიციის დაფიქსირებისას მასსა და მაგდა პაპიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. დარეჯან მინდიკაურმა მოითხოვა, მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს, რადგან მან "საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდა". ამის საპასუხოდ მაგდა პაპიძემ დედამთილს ჰკითხა - როდის და სად დაინახა, რომ შვილს გუდავდა, რასაც დარეჯან მინდიკაურის რეპლიკა მოჰყვა, რომ პაპიძე "მკვლელია". "მაგდა პაპიძე, შენ ხარ მკვლელი. მოვითხოვ სასამართლოსგან, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მაინტერესებს, მაგდა, 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ გაგახსენდა თოკო, ერთხელ მაინც თუ დაგსიზმრებია? შენ საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდე", - მიმართა მაგდა პაპიძეს დედამთილმა. საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა