X
რა ჩვენება მისცა ოთარ ბერძენიშვილის სიძემ მკვლელობის ღამის შესახებ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე
16:16 / 17-06-2016
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესზე საქალაქო სასამართლოში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობის დღეს ოთარ ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმემ, რომელიც ოთარ ბერძენიშვილის დის ქმარია, 2015 წლის 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, მკვლელობის ღამეს ოთარ ბერძენიშვილმა მას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. "გზად ''ლუკოილის'' გამყიდველი და დარაჯი შეგვხვდა. კორპუსთან რომ გავჩერდით, მათ გვითხრეს, რომ მამა-შვილია დაღუპულიო. შემდეგ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა სასწრაფოს და პატრულის მანქანა და გვამები. როცა მივედით შემთხვევის ადგილზე, ჩამოვედით მანქანიდან. ამ დროს ოთარი მანქანასთან იდგა, შემდეგ მე მანქანაში ჩავჯექი. ოთარიც ჩამიჯდა მანქანაში. მთხოვა, ტელეფონზე დამარეკინეო, რადგან ანგარიშზე არ ჰქონდა. ვისთან და რაზე ილაპარაკა, არ გამიგია, იმიტომ, რომ მანქანიდან გადავიდა'', - აღნიშნა მოწმემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო