X
დავით გერლიანს ბრალი წაუყენეს - შს მინისტრის შეფასება ე.წ. კანონიერ ქურდთან დაკავშირებულ პროცესებზე
15:21 / 23-06-2016
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ დავით გერლიანს ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დავით გერლიანი უარყოფს, რომ ის კანონიერი ქურდია. მისცემს თუ არა ის ჩვენებას გამოძიებას, თამარ აბესაძე არ აკონკრეტებს. ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი-ჩაჩიბაია საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. თავად დაკავებული აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი საქართველოში გამოგზავნა "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარით მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებს "ოდესელების პროვოკაციად" აფასებს. გიორგი მღებრიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს