X
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა - შსს მღვდლის ცემას უარყოფს
13:27 / 26-06-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარს, გაბრიელ კახელიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ხოლო კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
"პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა გაბრიელ კახელიშვილი. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან ეცნობა საპატრიარქოსაც.
უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

იხილეთ ასევე: "ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება" - არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
"ჩვენ გამოვრიცხავთ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფას" - შემოქმედელი ეპისკოპოსი მღვდლის შესაძლო ცემის ფაქტზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"