შედგა თუ არა პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით საუბარი?
18:45 / 28-06-2016
პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გახსნეს. შედგა თუ არა მათ შორის სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით საუბარი, უცნობია. საკითხზე კომენტარი პირველმა პირმა არ გააკეთა. როგორც თინა ხიდაშელი განმარტავს, მისი გადაწყვეტილება მთავრობისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. საკითხს მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსპიკერიც გამოეხმაურა.