X
50-მდე დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - აფეთქების სერია სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში
09:29 / 29-06-2016
50-მდე დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქების სერიას მსხვერპლი მოჰყვა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. დაჭრილთა და გარდაცვლილთა შესახებ საერთაშორისო მედია სხვადასხვა ციფრს ასახელებს - მათი რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლის გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მომხდარზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული. ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის დაკეტილია. მომხდარი აფეთქებების გამო რეისების შესრულება შეწყდა.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]