X
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა - NDI
12:07 / 27-07-2016
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, "სამუშაო ადგილებსა" და "სიღარიბეს" პირველ-მეორე ადგილები უჭირავს.

ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ფეხბურთელი სტადიონზე შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა - ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა
3 მარტივი წესი, როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან სახლის პირობებში
ქალმა ზვიგენი შიშველი ხელით დაიჭირა
ვიდეო, რომელმაც მსოფლიო ინტერნეტ-მედია აალაპარაკა: რუსეთში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს
ჩაშლილი გატაცების ახალი დეტალები - რას ამბობს "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლის ადვოკატი
"შეთემ" "მარიტა" უკანასკნელ გზაზე ყვავილის ყლორტით მიაცილა
მექსიკური სერიალების ვარსკვლავმა არასასურველი შეკითხვის გამო ჟურნალისტს სცემა
"არა - გაპარსვას!" - "ადიდასის" ახალმა ვიდეომ დიდი რეზონანსი გამოიწვია