X
პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა
14:13 / 29-07-2016
პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა. კაჭარავა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე არც ერთ მათგანს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კაჭარავას გამოკითხვა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იგეგმება. ის უწყებაში გუშინ იყო დაბარებული და გამოცხადდა კიდეც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოკითხვა ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, ასევე, მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები
პარლამენტში ვითარება დაიძაბა: "ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო... ხმას დაუწიე, იდიოტო შენა" - დაპირისპირება ზაზა პაპუაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის
სმიტების მკვლელობის ადგილის ფოტოები: "ბავშვს აქვს 4 ტყვია მოხვედრილი: 3 შორიდან და 1 მიბჯენით"