პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა
19:24 / 10-08-2016
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ამის შესახებ პრკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავებიან.