თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
15:27 / 14-08-2016
აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპული მებრძოლები მშობლებთან ერთად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმაც გაიხსენეს.