X
ნარმანიამ ყაზბეგზე ხეების ჭრა შეაჩერა - რას აპირებენ აქციის მონაწილეები?
19:24 / 18-08-2016
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. გადაწყვეტილება დავით ნარმანიამ მიიღო.
მერიაში განმარტავენ, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს "ფორესთ კომპანის" მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. საქმის მასალები უკვე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა. ამასთან მერია განმარტავს, რომ მათ ნებართვა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე გასცეს. პარტიზანი მებაღეები და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლები კი პროტესტის აქციებს არ წყვეტენ. როგორც ნატა ფერაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, მათ გეგმებზე თბილისის მერის გადაწყვეტილება არ მოქმედებს და აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე საკითხთან დაკავშირებული მერიის შესაბამისი სამსახურების წამომადგენლები პოსტებს არ დატოვებენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა