X
"ამერიკა იყო ჩემი მეორედ დაბადება" - უდედოდ გაზრდილი ქართველი ფოტოგრაფის ემოციური ისტორია ნიუ-იორკიდან
20:18 / 21-06-2016
ევა კაპანაძე 13 წლის წინ ახალი ცხოვრების დასაწყებად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადმოიარა. ამის მიზეზი კი ოჯახური გარემოება გახდა. ჯერ კიდევ რვა წლის იყო, დედა რომ დაეღუპა. ევა და მისი ძმა მამამ გაზარდა. მან ჯერ არ იცოდა, რომ წინ კიდევ ბევრი ტკივილი ელოდა საყვარელი ადამიანების დაკარგვით. 19 წლისას მასზე ოთხი წლით უფროსი ძმა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მამამ შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა და ერთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა... მარტო დარჩენილ ევას ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა.ზუსტად იმ დროს ამერიკაში მცხოვრებმა ნათლიამ მისი წაყვანა გადაწყვიტა... უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ადვილი სულაც არ იყო. ახლა აქვს საყვარელი საქმე, რომლითაც ნიუ-იორკის მოდის სამყაროში სახელი დაიმკვიდრა და ისე იცნობენ, როგორც კარგ ხელოვანს... მის ობიექტივში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ყოფილი პრეზიდენტი და მსახიობი მოხვედრილა.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი, ლაშა-გიორგი მახარაძე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო