X
"თურქული ვნება" - სერია 43
10:57 / 10-12-2014
2014 წლის ყველაზე მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი ბრაზილიური სერიალი - "თურქული ვნება", ყოველ სამუშაო დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ის ეთერში გელით.

ლეგენდარული "კლონის" და "გზა ინდოეთისკენ" შემქმნელების მესამე პროექტი, რომელიც უკვე გახდა გაყიდვების ლიდერი მსოფლიოში.

140-სერიანი სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა 5 ქვეყანაში: ბრაზილიაში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთსა და გერმანიაში. მასში ბრაზილიის მსახიობების თანავარსკვლავედია ჩართული.

კლაუდია რაია, ვერა ფიშერი, ტოტია მეირელესი, ჯოვანა ანტონელი, ფლავია ალესანდრა, როდრიგო ლომბარდი - ეს მსახიობები ქართველმა მაყურებელმა გაიცნო სერიალებიდან "კლონი" და "გზა ინდოეთისკენ". ბრაზილიური სერიალების ახალ ვარსკვლავს, ნანდა კოსტას მაყურებელი უკვე "თურქული ვნებიდან" გაიცნობს.

სერიალის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი არის სიუჟეტი - სიყვარულის, ღალატის, მეგობრობის, მტრობის თემებთან ერთად, წინა პლანზე გამოდის ტრეფიკინგის პრობლემა, რომელიც ასე ახლოსაა საქართველოსთვისაც.

ოჯახი რომ არჩინოს, სერიალის მთავარი გმირი მორენა იძულებულია, სამუშაოდ თურქეთში წავიდეს. ის კონტრაქტით სამოდელო სააგენტოში აპირებს მუშაობას, მაგრამ სტამბულში ჩასული აუქციონზე აღმოჩნდება, სადაც ქალებით ვაჭრობენ. მორენაც გასაყიდი ლოტი ხდება...


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს