X
"ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას იწვევენ" - "ალ ჯაზირას" რეპორტაჟი კახეთიდან
11:45 / 02-04-2013
ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს ემა ჰაივორდის სიუჟეტს ინდოელი ფერმერების მიერ საქართველოში შეძენილი მიწების შესახებ.

სიუჟეტში, სახელწოდებით "ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას იწვევენ", ავტორი აღნიშნავს, რომ ათასობით ინდოელის მიერ ნოყიერი ქართული მიწების შეძენას ყველა ქართველი არ მიესალმება.

"პენჯაბელი პროკურორი პარმაჯიტ სინგჰ ბაჩვა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით წამოვიდა და ათასობით დოლარი დააბანდა ქართულ მიწაში. ახლა კი კარგი მოსავლის მოლოდინშია" - აღნიშნავს "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი.

"აქ ყველაფერი უფრო უკეთესია, ვიდრე ჩემს სამშობლოში - ქვეყანა, ხალხი, სისტემა. ყველაფერი მისაღებია", - აცხადებს პენჯაბელი ფერმერი "ალ ჯაზირასთან" საუბრისას.

როგორც ემა ჰაივორდი აცხადებს, ადვილი მისახვედრია, რატომ ხიბლავთ ინდოელ ინვესტორებს ქართული მიწები - იმიტომ, რომ ის ძალიან იაფი, ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, ნოყიერია.

"თუ ასე გაგრძელდა, მალე აღარაფერი დაგვრჩება. ინდოელი მეზობლები არ გვინდა, მათ არც ქართული იციან და არც ჩვენი წეს-ჩვეულებები", - აცხადებენ კახელები "ალ ჯაზირასთან" საუბრისას.

თუმცა, როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ხელისუფლებას. "დღეს მიწებს პენჯაბელები იძენენ, შესაძლოა, ხვალ ამერიკელებმა შეიძინონ, ზეგ ევროპელებმა. ასე რომ, ჩვენ გახსნილები უნდა ვიყოთ. ეს ეკონომიკის ზრდის და მეტი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს", - განუცხადა "ალ ჯაზირას" ჟურნალისტს "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, ინდოელი ფერმერები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს ეკონომიკის გაზრდის სურვილი აქვთ. თუმცა, შესაძლოა, ამას დიდი დრო დასჭირდეს.

ასევე იხილეთ: "ჩვენ გვეზარება და მეტი არაფერი" - კახეთის ორი რეალობა: "მერსედესები" და ინდოელები
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს