X
დეკოლტეს გამო თურქი ტელეწამყვანი სამსახურიდან გააგდეს
11:16 / 10-10-2013
დეკოლტეს გამო თურქი ტელეწამყვანი სამსახურიდან გააგდეს. Veliaht TV-ის წამყვანის, გოზდე კანსუს ჩაცმულობა, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა "მიუღებლად" მიიჩნიეს.

როგორც "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" პრესსპიკერმა განაცხადა, ტელეწამყვანის ჩაცმულობა ტელეეთერისთვის ზედმეტად თამამი იყო, რადგან მას "ყველაფერი უჩანდა".

პარტია "სამართლიანობისა და განვითარებისთვის" 2001 წელს დაფუძნდა და ყველაზე მრავალრიცხოვანია თურქულ პარლამენტში. მართალია, მისი ბექგრაუნდი ისლამის საფუძვლებს ემყარება, მაგრამ ოფიციალურად პარტიამ ჩამოიშორა "რელიგიური იდეოლოგია" და თურქეთში პროდასავლურ ძალად ითვლება, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ