პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საზოგადოებას ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ განახორციელებს რეფორმებს.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა მამუკა ხარაზაძემ.
ამასთან, აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიას გააჩნია, მიზნად ისახავს ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას.
თავდასხმა "ლელოს" წევრზე- "ოცნების" წევრებმა თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ ზეწოლა
განახორციელეს და მოსყიდვა სცადეს.
"ლელოს" საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა
განახორციელეს. პარტიაში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მუქარის ფაქტებს ასახავს.