loader

“რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა“- მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა“- მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

“მე გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა.

მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.

თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?! ნაციონალებმა მეტი წაიღესო. რავიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.