loader

რა ხდება გოთუას ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში -"გვეყრება თავზე, ძალიან გვეშინია, ყოველდღე იშლება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება გოთუას ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში -"გვეყრება თავზე, ძალიან გვეშინია, ყოველდღე იშლება"

დაბზარული კედლები და დაზიანებული სახურავი - ეს თბილისiს ცენტრში, გოთუას 18 ნომერში მდებარე კორპუსია, რომლის სადარბაზო წლებია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველია. ბოლო ერთი თვეა უხვი ნალექის გამო მათ სადარბაზოში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ადგილობრივებს სადარბაზოში შესვლა შიშით უწევთ. ამბობენ, რომ ასე ცხოვრება უკვე გაუსაძლისია.

ტატო ტარიელაშვილი ამ კორპუსში ბავშვობიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ რთული სიტუაცია ყოველთვის იყო, თუმცა ახლა კიდევ უფრო რთული სიტუაციაა. ტატო გვეუბნება, რომ მათ კორპუსში ბევრი ბავშვი ცხოვრობს და მშობლები შიშით პატარებს გარეთ აღარ უშვებენ, რადგან არ იციან, რა დროს ჩამოიშლება საშენი მასალა.