loader

ოკუპანტი რუსეთის დაუკმაყოფილებელი მადა: ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა - ვინ იქნება შემდეგი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპანტი რუსეთის დაუკმაყოფილებელი მადა: ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა - ვინ იქნება შემდეგი?

ბოშათა ტომის რუსული ჩექმა, რა ზომისაა რუსული ოკუპაცია და რამდენად დიდი ისტორია აქვს მსოფლიოს ნომერ პირველ ანტაგონისტს...

"რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ბო­შა­თა ტომს ჰგავს, რომ­ლის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია გა­და­ვი­დეს სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვიდ­რე მო­ა­წეს­რი­გოს სა­კუ­თა­რი". რუსი ის­ტო­რი­კო­სი ვასილ კლიუჩევსკი რუსეთის ისტორიის მოკლე პროლოგს სწორედ ამ მარტივი სიტყვებით აღწერს.

რუსეთმა იმპერიალისტური ვნებების კარი კიდევ ერთხელ, 2022 წლის 24 თებერვალს გააღო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩექმის პირველი ნაკვალევი არც უკრაინა და არც საქართველო ყოფილა. მისი პირველი ნაბიჯები ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს ჩეჩნეთში დაიწყო.

რუსული მხარის შეფასებით, სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში რუ­სუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სის­ტე­მამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქა­ო­სის ზვა­ვი შე­ა­ჩე­რა და ქვე­ყა­ნა ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, ე.წ პე­რესტრო­ი­კის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა.

პროპაგანდა მუდმივად ამას ჩასძახებს დიადი“ ზ“ ნიშნის ქვეშ მცხოვრებ მოქალაქეებს, თუმცა რეალურად რუსული ქაოსი 2000 წლის მარტში არჩეულმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა შექმნა.

1999 წლის 9 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმერ პუტინი წარადგინა. 1999 წლის 31 დეკემბერს კი ელცინმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ პუტინი დაასახელა.