loader

"როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!" - ნიკოლოზ ცისკარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!" - ნიკოლოზ ცისკარიძე

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ნიკოლოზ ცისკარიძე არ აპირებს, რუსეთის დროშის გარეშე რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რუსულ პირველ არხს განუცხადა. შვეიცარიაში ჩანიშნული საერთაშორისო საბალეტო კონკურსისგან ვაგანოვას სახელობის აკადემიამ, რომელსაც ცისკარიძე ხელმძღვანელობს, მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინაიდან აკადემიამ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში, თანამშრომლობა ყველა ახალგაზრდა მოცეკვავესთან შეჩერებული იქნება. ცისკარიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პოლიტიკური, მით უმეტეს, ანტირუსული ქმედებები აკადემიისგან.

„ჩემ უკან იმ დიდებული ადამიანების პორტრეტები კიდია, რომლებმაც შექმნეს მთელი ის რეპერტუარი, რასაც ზემოხსენებული კონკურსი იყენებს, ხაზს გავუსვამ, უფასოდ. ისინი მიგვანიშნებენ, რომ როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენც შეგვიძლია გამოსვლა რუსეთის დროშის გარეშე. ამის წინააღმდეგი ვარ. მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!“