"ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია! დღეს მისმა სულმა სიმშვიდე მოიპოვა" - 4 წლის უკრაინელი ბიჭი, რომელსაც 1 თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
10 მარტს კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონში დაკარგული 4 წლის საშას ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს საშენკას ცხედარი ვიპოვეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაიჯერა და ვინც მოძებნაში დაგვეხმარა. მადლობას ვუხდი ყველას ლოცვისთვის, რწმენისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით ისევ ვნახე ჩემი შვილი. ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია! დღეს მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა“...
საშა იმ დროს დაიკარგა, როცა ბებიასთან ერთად, რუსი ოკუპანტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.