loader

“სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს... მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა“ - სამგორის გამგებელი თავის სკანდალურ პოსტზე პირველ განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს... მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა“ - სამგორის გამგებელი თავის სკანდალურ პოსტზე პირველ განმარტებას აკეთებს

“ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული - ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.

ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების - ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს.“ - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა.

ვიდეო: "მთავარი არხი"