loader

საგანგაშო ფაქტი, რა მოხდა ვარკეთილში? - "რომ არ მოვყვე, გული გამისკდება... მშობლების საყურადღებოდ! გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო ფაქტი, რა მოხდა ვარკეთილში? - "რომ არ მოვყვე, გული გამისკდება... მშობლების საყურადღებოდ! გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი"

"მშობლების საყურადღებოდ: გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი, ან არ გაუშვათ მარტო! ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება!" - სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ ვარკეთილში მამაკაცი ბავშვების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა.

იხილეთ პოსტი სრულად:

"არ ვიცი, რამდენად გამართული ტექსტი გამომივა, მაგრამ, რომ არ მოვყვე, გული გამისკდება!

საჯარო ლექციიდან ვბრუნდებოდი, ვარკეთილის მეტროდან N366 ავტობუსში ავედი, რომ სახლამდე მივსულიყავი. ავედი თუ არა, 5 წუთში ატყდა კარებთან ერთი ამბავი. თავიდან მეგონა, რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, მერე გავიგონე, როგორ უყვიროდა ეს ქალი: ბავშვებს რატომ მიჰყვებიო? ეს კაცი ამაზე ამბობდა, რომ არავის მივყვები, სახლში მივდივარ, აქეთ ვცხოვრობო.

ქალბატონმა გვთხოვა, რომ ბავშვები სახლამდე მიგვეცილებინა. ერთი 10-12 წლის იქნებოდა, მეორე 6-7 წლის. პატარა ძალიან შეშინებული იყო. წამში მივხვდი, რაც ხდებოდა. ბავშვებს ვუთხარი, რომ მე მივიყვანდი სახლამდე და არ ენერვიულათ. ეს კაცი არ ჩერდებოდა, ავტობუსში ამოსვლა უნდოდა. ბოლოს გადაუდგა ავტობუსს, იმდენად თავხედი აღმოჩნდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მძღოლმა კარი გაუღო, ამოდი მაშინ, რაებს მიკეთებო. ატეხა ხალხმა ერთი ამბავი - რას ჰქვია, უშვებო და რომ მიხვდა, რომ აქ ვერაფერს იზამდა და თან ბავშვებსაც გამცილებელი ჰყავდა, წავიდა.

უბრალოდ მინდოდა ბავშვები ადგილზე მშვიდობით მიმეყვანა, თორემ სხვა დროს პოლიციას გამოვუძახებდი ან ჩემი ხელით წავათრევდი ასეთ ნაგავს! გამოვკითხე ბავშვები და მოტყუებით უნდოდა მათი წაყვანა, ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვი იყო ცუდად და მას უნდა დახმარებოდნენ.

2 ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი გამომყვნენ. ბავშვი სახლის კარამდე მივიყვანე, ძიძა და უფროსი ძმა იყო სახლში და ავუხსენი სიტუაცია, იქნებ ბავშვებს შეეშინდეთ და არ უთხრან-მეთქი. წამოვედი სახლში, გაბრაზებული და გამწარებული. არ მავიწყდება ამ ბავშვების შეშინებული სახეები, განსაკუთრებით, პატარა ბავშვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიწისქვეშ იცით, რა ხდება და შუა ცენტრში მეტროსთან, სადაც კამერებითაა გადატენილი ყველაფერი, ასეთი დამნაშავეები როგორ დადიან თავისუფლად?! მშობლების საყურადღებოდ: გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი, ან არ გაუშვათ მარტო! ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება!" - წერს მოქალაქე, რომელიც "ფეისბუქზე" Je M Appelle Meko-ს სახელით არის დარეგისტრირებული.