loader

"დამირეკეს და მითხრეს, შიდსი გაქვსო... ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში" - ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ შოკისმომგვრელ შემთხვევაზე წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამირეკეს და მითხრეს, შიდსი გაქვსო... ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში" - ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ შოკისმომგვრელ შემთხვევაზე წერს

"დამირეკეს და მითხრეს, შიდსი გაქვსო..." - ახალგაზრდა ქალი ანა ანესაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მისი ანალიზის პასუხი შეეშალათ, რის გამოც მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო.

ანას თქმით, მან ანალიზის პასუხი მეორე დღესვე გადაამოწმა და შეცდომა აღმოჩნდა, თუმცა ჩაეშალა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე - მას საკუთარ დაბადების დღეზე ხელის მოწერა ჰქონდა დაგეგმილი.

"19 ოქტომბერი ფაქტობრივად გლოვის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაუდევარი ექიმების გამო მომისპეს ჯანმრთელობა, გამანადგურეს ფსიქოლოგიურად და მიმიყვანეს სუიციდამდე… ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე წამართვეს არაადამიანებმა. 15-ში გავიკეთე კვლევები ბათუმში… 23 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე დაგეგმილი მქონდა ხელის მოწერა, კაბას ვიკერავდი, ტორტი შერჩეული…

აი, სულის ფანცქალით რომ ელი, 23 დადგეს, ცამდე რომ ხარ გაბრწყინებული და 19-ში საღამოს მირეკავენ და ნაგლად, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან, რომ მაქვს შიდსი!

ფორმა იყო იმდენად შოკი, რომ ვხაოდი, ენა ჩამივარდა, ვერც ვლაპარაკობდი, ისტერიკული შეტევა მქონდა და ეს გოგო მეუბნება, შენ ხომ ამბობდი, რომ ყველა ანალიზი სუფთა მაქვსო, ჰოდა, არ გაქვს სუფთა, შიდსი ამოგივიდაო…ხომ არ გაგიჟდი, რა შიდსი, რას ბოდავ-მეთქი, ვუთხარი. აუ, კორექტულად მესაუბრეო.

ხალხო, ქალმა სიცოცხლე ჩამიკლა. ის კი არ მითხრა, რაღაც საეჭვო ამოვიდა, ანა და მოდი, გადავამოწმოთო, არა, აი, ასე პირდაპირ სიცოცხლე გამინახევრა თავისი არაადამიანური ქცევებით… რა თქმა უნდა, მოვიძიე კერძო ლაბორატორია ბათუმშივე და გადავამოწმეთ მეორე დღეს. პასუხი მოვიდა ნეგატივი… ჩამოვედი თბილისშიც. ინფექციურშიც გავიკეთე ძირფესვიანი კვლევა და ნეგატივი, ხალხო.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს აბსურდი იყო, ფსიქოლოგიურად მომსპეს. ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ახლა თქვენ მითხარით, რისი ღირსები არიან ჩემი გამწარებისთვის?!" - წერს ანა ანესაშვილი.

ანამ სოციალურ ქსელში მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მის ამბავს საზოგადოების მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა.

"ყურადღებით წასაკითხი! დღემდე გავდივარ იმ ჯოჯოხეთს, რაც 19- ში დაიწყო... შიშები... პანიკური შეტევები... აგრესია... უნდობლობა... სამედიცინო დაწესებულების მედიკამენტების და ექიმების ფობია. ყოველი ღამე ჯოჯოხეთია ჩემთვის მის მერე!!! და ეს საღლიცინოა? იმ ადამიანებმა მინდა გაიაზრონ განსაკუთრებით, ვისაც ეს სასაცილო ჰგონია. უმეტესობა ქალები...

როდის უნდა დასრულდეს ადამიანის სიცოცხლით თამაში ამ დაწყევლილ ქვეყანაში? რამდენი ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ფულით ნაყიდ დიპლომიან ექიმს? რატომ ხართ ხალხო ჩუმად? რატომ გაქვთ "ჰეითი" და ღლიცინებთ ასეთ შემთხვევებზე? თქვენს ოჯახის წევრებამდეც მოვლენ, ეჭვი გეპარებათ? საინტერესოა, მერე თუ დაიწყებთ მაგ ბინძური ენებით ზურგის ფხანას?

მასიური სახე მიიღო უკვე, არასწორად დასმული დიაგნოზით ადამიანი რომ შეიწირეს. თქვენც მათნაირი ცივსისხლიანი მკვლელები ხართ, ვინც ასეთ ამბებზე ხალისობთ. როდისმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ადამიანის ჯანმრთელობაზე მკითხაობას? მე არ ვიქნები ბოლო, დარწმუნებული ვარ. რადგან ყველა დუმს!!! ამ დროს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია.

თავშივე ვთქვი, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ამ საქმეს მაინც მივიყვან ბოლომდე. ძალიან ცუდად ვარ, ღმერთმა იცის და ძალიან მოქმედებს ის არაადეკვატური რეაქციებიც, რაც საინფორმაციო პორტალზე გაზიარდა ჩემი შემთხვევა... სად იზრდებით? არ გრცხვენიათ?სრულიად ჯანმრთელ ადამიანს სხვის პასუხებს რომ მოგახლიან პირში, რომ მომაკვდინებელი ვირუსი გაქვს და იმ დაავადებულს ახარებენ, ჯანმრთელი ხარო, ლოგიკა ჩართეთ, ესაა სასაცილო? არ ვაპირებ უკან დახევას!! !ისევ იმ აზრზე ვრჩები...

შევაკვდები ამ ამბავს და მაგალითი გავხდები იმისა, რომ ჩემნაირად კიდევ უამრავი ადამიანი არ გაამწარონ. ძალიან მჭირდება თქვენი გამხნევება. წინ რთული გზაა, თუმცა არ მეშინია, სამართალმა უნდა იზეიმოს..." - წერს ანა ანესაშვილი.