loader

“მოძალადე ჯერ კიდევ არის ქუჩაში! დაუცველი ვარ საქართველოში...“ - გიორგი ფხაკაძე მასზე თავდასხმის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოძალადე ჯერ კიდევ არის ქუჩაში! დაუცველი ვარ საქართველოში...“ - გიორგი ფხაკაძე მასზე თავდასხმის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

გიორგი ფხაკაძე ქალთა მიმართ ძალადობას და ზოგადად, ყველა სახის ძალადობას გმობს. ამის შესახებ პროფესორი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და 2012 წელს მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს, სადაც მას თავს დაესხნენ.

“ადგილი: თბილისი

დრო 11:46

თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი

დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე მოძალადე - ჯერ კიდევ არის ქუჩაში.

მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში

მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო საქართველოს პროკურატურა - საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა)

საქართველოს საპატრულო სამსახური - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა)

საქართველოს სასამართლო - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს)

მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?! არა ძალადობას“ - წერს გიორგი ფხაკაძე.