loader

"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" - რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" - რატომ დაუპირისპირდა ნათია ფანჯიკიძე ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას?

"ტელეკომპანია პირველი - "იმედის" ჟურნალისტის ზარი მირჩევნია თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?" - ამ კითხვით მიმართავს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "პირველს".

როგორც ნათია ფანჯიკიძე წერს, დახლოებით ერთი თვის წინ მეგობარმა გამაფრთხილა, რომ სუს-მა ოპოზიციურ ტელეკომპანიებში ინფორმაცია "შეაგდო", ირაკლი ალასანია ბრუნდებაო...

"დახლოებით ერთი თვის წინ გამაფრთხილა მეგობარმა, სუს-მა შეაგდო ინფორმაცია ოპოზიციურ ტვ-ებში, ალასანია ბრუნდება და გაემზადეო. ხოდა, აგერ მზადდება რაღაცები, როგორც ჩანს და მზადდება "ტვ პირველის" მიერ. რა ვივარაუდო? სუს-ი მართავთ, "ნაცები", "ქოცები?" თუ დიდი ხანია ყველა ერთადაა? გველებივით ერთმანეთში გადახლართული.

და კიდევ... ვიცი, რომ არცერთი პარტია და ენჯეო არ დამიცავს არასდროს, მაგრამ მე ერთი გეყოფით. დამიჯერეთ, არ ღირს ჩემი შეწუხება. უამრავი საქმე მაქვს და არცერთი ამ საქმეთაგანი არაა პოლიტიკური, ძალიან არ მაინტერესებთ არავინ. გარდა უკრაინის ომისა, არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა, რადგან ერთმანეთზე არასწორად რომ გთვლით ყველას, არასდროს დამიმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდილობა მეტ-ნაკლებად მახასიათებს. აბსოლუტურად სხვა ხალხი ხართ და სხვაა ის ქვეყანა, რომელსაც მე ვეძახი საქართველოს. გმადლობთ თქვენი პათოლოგიური ყურადღებისთვის. ირაკლისთან გაქვთ შეკითხვა? გაეკიდეთ ირაკლის. პერიმეტრზე არ მომიახლოვდეთ არცერთი", - წერს ფანჯიკიძე.

ნათია ფანჯიკიძეს კო­მენ­ტა­რებ­ში ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძანელი ნო­დარ მე­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ნა­თია, ჟურ­ნა­ლის­ტი ეძებ­და კომ­პა­ნია "კრა­ტოს ჯგუფს“, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენს ბი­ნა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი".

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: "და რა კომ­პა­ნია ყო­ფი­ლა, რამ და­გა­ინ­ტე­რე­სათ? რამე უკა­ნო­ნოა? გინ­და კომ­პა­ნი­ას რა უფ­ლე­ბით ად­გე­ბი, თუ უკა­ნო­ნო არა­ფე­რია და მი­თ უ­მე­ტეს, რომ მე არ ვი­ცო­დი, თო­რემ თქვენ ნამ­დვი­ლად გა­და­სა­რე­ვად იცით, რომ რო­გორც და­რე­გის­ტრირ­და, ისე გდია ეგ რა­ღაც კომ­პა­ნია. კი­დევ უკეთ იცით, რომ აქ ვცხოვ­რობ. და თუ აქამ­დე არ იცო­დით, ახლა კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ მე აქ ვცხოვ­რობ. ალ­ბათ წე­რეთ­ლებ­მაც არ იცი­ან, სად ვცხოვ­რობ, ხომ?

კარ­ზე ბრა­ხუ­ნი იყო, შპს რა­ღაც აქაა? მე ვუ­თხა­რი გვერ­დით კარ­ში (არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფირ­მაა და ვი­ფიქ­რე, მათ ეძე­ბენ-მეთ­ქი) იმათ უთხრეს, - ჩვენ არ ვარ­თო და მიბ­რა­ხუ­ნებს ისევ - "ტვ პირ­ვე­ლი­დან“ ვართ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ძებ­ნა­ში ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით? ვუ­თხა­რი, ვერა, ძვი­რია ბი­ლე­თი ნიუ-იორ­კამ­დე. და არ იცით ეს შპს რა­ღაც? მე ვუ­თხა­რი, პირ­ვე­ლად მეს­მის. მოკ­ლედ, და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ და­სა­ხე­ლე­ბის შპს მარ­თლა შე­უქ­მნია, მაგ­რამ შპს არ მუ­შა­ობს. რო­გორც შექ­მნა, ისე მი­აგ­დო და შე­სა­ბა­მი­სად, მეც აზ­რზე არ ვი­ყა­ვი. ხოდა, სა­ნამ, არ ვიცი, ამ­ჯე­რად ვისი შეკ­ვე­თით ან რით ვერ გა­ვი­წყდე­ბით ვერ­ცერთ მხა­რეს, დე­ტექ­ტივს და­წერთ, თხოვ­ნა მაქვს, კარს იქი­დან რომ ვამ­ბობ, ბო­დი­ში, პირ­სა­ხო­ცით ვარ და ვერ ვა­ღებ კარს, აი, ეგ იდუ­მა­ლად მი­ხატ-მო­ხა­ტოთ, რომ ჩემი მშვე­ნი­ე­რი ხმა კოხ­ტად ის­მო­დეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე.

ნო­დარ მე­ლა­ძე: "ნა­თია, რე­ესტრში წე­რია, რომ აქ არის კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თი. მო­ვე­დით ოფის­ში და დაგ­ვხვდა თქვე­ნი ბინა. მგო­ნი, გა­სა­გე­ბად აგიხ­სე­ნით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბი­ნა­ში კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ძაან უც­ნა­უ­რია. რე­ესტრში მო­ნა­ცე­მე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის დროს მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო"

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: "ძა­ლი­ან კარ­გად იცი, რომ ეს ჩემი სახ­ლია და ვცხოვ­რობ, ისიც კარ­გად იცი, სად არის ირაკ­ლის ოფი­სი. ასე­ვე ისიც იცი, რომ ირაკ­ლი არაა თბი­ლის­ში. და სხვა­თა შო­რის, თვე­ე­ბის წინ დო­მი­ნი­კის ფორბსთან ინ­ტერ­ვიუ რომ წამ­ლად ჩა­აგ­დე და წინ სა­ოც­რე­ბე­ბი წა­უმ­ძღვა­რე "კრა­ხით წა­სულ მი­ნის­ტრზე", სა­ო­ცა­რი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თე, თით­ქოს რა­მეს უკა­ნო­ნოს აკე­თებ­დეს ირაკ­ლი, მა­გა­ზე არც ვი­კად­რე კი­თხვა და­მეს­ვა ან რამე მეთ­ქვა. აი, სახ­ლში ბრა­ხა-ბრუ­ხი კი ნა­მე­ტა­ნია. თო­რემ გა­და­ცე­მა არ გამ­კვირ­ვე­ბია, ნე­ტავ რო­მელ­მა შე­უკ­ვე­თა - თქო, - გა­ვი­ფიქ­რე და იქვე და­ვი­ვი­წყე..."

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: "მოკლედ ნოდარ მელაძის მეორე კომენტარიც რომ დავმალე, რითიც 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეძლო სცოდნოდა ზუსტი მისამართი, სად ვცხოვრობ, ჩატიც დაიმალა მის ქვეშ, რაც სულაც არ იყო ჩემ ინტერესში, მაგრამ მემგონი მაინც აშკარაა რაზე ვდაობ. მადლობა ვინც სტატუსი "შეამჩნია". უმეტესობა ზუსტად ის ხალხია, როცა 5 ადამიანი დააკავეს "კაბელების საქმეზე", მაშინ რომ ბედავდნენ ღია მხარდაჭერას"...

ნოდარ მელაძე: "ძალიან დიდი სირცხვილია ახლა ჩემზე წეროთ ვისი დაკვეთით აკეთებს სიუჟეტსო!!!! ჯერ რა იცით რა სიუჟეტს ვაკეთებთ , ეს ერთი, მეორე გაგახსენებთ ის კაბელების საქმე ჩემი გაკეთებული გამოძიება იყო პოსტ სკრიპტუმში და დელტაკომის ამბავიც"...

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ სტა­ტუსზე ინგა გრი­გო­ლი­აც მო­ნიშ­ნა.

blobid0-55763-1669728795.jpg