loader

“ეს ვიდეო ავღანეთში გადავიღე, 2013 წელს... იდეაში, მხოლოდ ქართულ დელეგაციას უნდა გამოგვეცილებინა“ - გოგა ხაჩიძე დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ ამაღელვებელ ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ვიდეო ავღანეთში გადავიღე, 2013 წელს... იდეაში, მხოლოდ ქართულ დელეგაციას უნდა გამოგვეცილებინა“ - გოგა ხაჩიძე დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ ამაღელვებელ ვიდეოს აქვეყნებს

“ეს ვიდეო ავღანეთში გადავიღე, 2013 წელს. ბრიტანული ბაზა - ”ბასტიონი”.

ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სამშობლოში აცილებენ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს.

p.s. გვიანი ღამე იყო, 3-4 საათი. იდეაში, მხოლოდ ქართულ დელეგაციას უნდა გამოგვეცილებინა. მაქსიმუმ 15 კაცი ვიყავით, პრეზიდენტი და მცირე ჯგუფი. ამ თვითმფრინავისკენ რომ მივდიოდით, ამერიკელი ოფიცერი შეგვხვდა, დაინტერესდა, რა ხდებოდა და გვთხოვა, დავლოდებოდით. დაახლოებით 5 წუთში, რასაც ხედავთ, ეს ჯარისკაცები ყაზარმიდან მოვიდნენ და სამხედრო პატივით დაემშვიდობნენ ქართველ თანამებრძოლებს.“ - წერს გოგა ხაჩიძე და ვიდეოს ავრცელებს.