loader

ტყის მცველმა შემთხვევით უიშვიათესი კადრები გადაიღო - “ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება, თვალებს არ ვუჯერებდი“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყის მცველმა შემთხვევით უიშვიათესი კადრები გადაიღო - “ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება, თვალებს არ ვუჯერებდი“

ტყის მცველმა, რომელიც ფლორიდის შტატში, ჯუპიტერთან ახლოს არსებულ ტყეში თავისი დრონით სასეირნოდ გავიდა, შემთხვევით უიშვიათესი კადრები გადაიღო.

“საღამოს გავედი ჩემი დრონის გასაშვებად და მოულოდნელად სამ წერტილზე მოძრაობა შევნიშნე.

ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება, თვალებს არ ვუჯერებდი. ლოსმა ერთი კი არა, ორივე რქა მოიძრო“ - ამბობს ვიდეოს ავტორი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და ძალიან პოპულარული გახდა.

ლოსი, იგივე კეთილშობილი ირემი, რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად, მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირემი საქართველოშიც გვხვდება. ის წითელ წიგნში არის შეტანილი.

აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება, თუ როგორ იცვლის ლოსი რქებს, მართლაც უიშვიათესად ხდება.

ვიდეო: The Moment