loader

"აქამდე არ უნდა მიიყვანოთ საქმე! მით უმეტეს, როდესაც მუდმივად გაფრთხილებენ! თურქეთმა 1999 წლიდან ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ ხომ ხედავთ..." - თეა გოდოლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქამდე არ უნდა მიიყვანოთ საქმე! მით უმეტეს, როდესაც მუდმივად გაფრთხილებენ! თურქეთმა 1999 წლიდან ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ ხომ ხედავთ..." - თეა გოდოლაძე

"დეველოპერების, მშენებლების, მომხვეჭელების, თავზეხელაღებული ბანდიტების და უსინდისო, მორალისგან დაცლილი პოლიტიკოსების შედეგია ის, რასაც ამ სურათზე ხედავთ!" - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი შვილის ხელი უჭირავს მამას.

თეა გოდოლაძის თქმით, თურქეთმა 1999 წლიდან ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ სისტემურ ცვლილებებს დრო და მუდმივი მუშაობა სჭირდება.

"პოსლეზე" ცრემლები და თანაგრძნობა არავის სჭირდება! აქამდე არ უნდა მიიყვანოთ საქმე! მით უმეტეს, როდესაც მუდმივად გაფრთხილებენ! თურქეთმა 1999 წლიდან ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ ხომ ხედავთ! სისტემურ ცვლილებებს დრო და მუდმივი მუშაობა სჭირდება.

აქ, ოღონდ დღეს ფული იშოვონ, კისერზე მძიმე ოქროს ჯაჭვი ჯვრით დაიკიდონ, შავ "პრადოში" ჩასხდნენ! ოჯახის პარალელურად "ბარბი ნაშა" არჩინონ და სასაკლაოზე უშვებენ ხალხს! სასაკლაოზე!

P.S დავამატებ! გაგებღინძება მერე ეს ხალხის სისხლით ფულნაშოვნი, ოქროსკბილიანი, უცოდინარი, მაგრამ ამბიციური ხეპრე და ვითომ დაცინვას დაგიწყებს! ეს ჯაყოები, ესენი! და ეს “სასტავი” აშენებდა 130-მეტრიან კაშხალს. დავარცხნილი ნაძირალაც ბევრია, სამწუხაროდ, "პრადვინუტი" ბანდიტები!"