loader

“ეს ცეკვა დღემდე ჩემი “ბოზობის” დასტურად მოაქვთ... ცეკვა კომპრომატია, სამსახურებრივ გასაუბრებაზე გენიტალიების ჩვენება - არა“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მისი და ბარამიძის ძველი ვიდეოს შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ცეკვა დღემდე ჩემი “ბოზობის” დასტურად მოაქვთ... ცეკვა კომპრომატია, სამსახურებრივ გასაუბრებაზე გენიტალიების ჩვენება - არა“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მისი და ბარამიძის ძველი ვიდეოს შესახებ?

“რომ მიხვდეთ, საქართველოს კანალიზაციაში (თვითგამოცხადებულ ქართულ ოცნებაში) რა მენტალიტეტით მოძრაობენ, შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ და ისტორიაც მოისმინოთ. თათია სამხარაძის ცეკვის ვიდეოზე გამახსენდა...

ეს არის ემჯგუფის იუბილე - 2011. მივედი, დავლიე, ვიხმაურე, გავერთე. შუა გართობაში ბარამიძეც გადამეყარა, და იმასთანაც წავიცეკვე - რასაც ადამიანები შვრებიან იმ წვეულებებზე, სადაც მე დავდივარ ხოლმე მრავალი წელია, ის ვქენი. ვიღაცამ ჩაწერა და არც მაქვს პრობლემა, ბევრი ხალხი იყო და არასაჯარო არაფერი მიქნია.

არჩევნები წავაგეთ. ტელევიზიის კეთება რომ დავიწყე ბენდუქიძესთან ერთად, ნანა ლეჟავამ, ანუ მორიგმა ნათია ბერიძემ, გააკეთა სიუჟეტი - სადაც სრულიად უკონტექსტოდ ჩასვა ეს ცეკვა. ამის მერე ეს ცეკვა დაატრიალეს ცალკე და დღემდე ჩემი “ბოზობის” დასტურად მოაქვთ (მეცინება თან, ამას რომ ვარჩევ). ასეთ გოიმთა ტლაპოა - ეგეთ გოიმებზე აქვთ გათვლა და ქართველი ერიც ეგეთი ტოტალური ფარჩაკი და გოიმი ჰგონიათ.

ამ ყველაფერში გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ალბათ სულ შვიდჯერ ვიტირე ზრდასრულობაში და ერთ-ერთი ტირილი იმაზე იყო, რომ ბენდუქიძემ ბარამიძეს შემადარა. ისე დაიბნა კახა, შენ შორენა შავერდაშვილი ხარ, თუ კაია-მეთქი, რომ ავჯღავლდი - ერთ სიამოვნებად ღირდა. ანუ ასეთი ქაჯები ჰგონიხართ მოკლედ - ცეკვა კომპრომატია, სამსახურებრივ გასაუბრებაზე გენიტალიების ჩვენება - არა და მე და ბოკერიას გვაბრალებენ - ქართველების გადაკეთება უნდათო, ეგ გენიტალიები.

ესაა ქოცობა“ - წერს ჩერგოლეიშვილი.