loader

ექიმის საგანგაშო განცხადება - მედიკამენტი, რომლის თვითნებური გამოყენება სახიფათოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის საგანგაშო განცხადება - მედიკამენტი, რომლის თვითნებური გამოყენება სახიფათოა

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეებში ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე, მედიკამენტ "ოზემპიკით" დაკარგულ ზედმეტ წონაზე ჰყვებიან.

პრეპარატზე ჩატარებული კვლევების თანახმად, არადიაბეტიან პაციენტებს 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 7-თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ წონა 12 პროცენტით შეუმცირდათ.

კითხვები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ადამიანები მას თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მოიხმარენ.

რეალურად კი, პრეპარატ "ოზემპიკს" ლიცენზია ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ აქვს და არა წონის დასაკლებად.