loader

“ვაი, როგორ მიყვარს, იცით, ჩემი თბილისი? მენატრება... გთხოვთ, არ დამკარგოთ, არ დაგავიწყდეთ“ - იუბილარი ინგა ფერაძე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს, მაკა რაზმაძესთან გულახდილად საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაი, როგორ მიყვარს, იცით, ჩემი თბილისი? მენატრება... გთხოვთ, არ დამკარგოთ, არ დაგავიწყდეთ“ - იუბილარი ინგა ფერაძე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს, მაკა რაზმაძესთან გულახდილად საუბრობს

“ჩემი იუბილარი ინგა ფერაძე: საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე და მერე ისე ამღერდა, მისი ხმის ძველი ჟღერადობა ისმის უკვე ვიდეოში.

- ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნიაო, არ დამკარგოთო, არ დამივიწყოთო - საქართველოს მოგვმართა!

თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა მისი ოცნება... იქნებ შევძლოთ და შევუსრულოთ. ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში, თუ არ ჩამატანეთ იასამანიო... კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს, ინგა, საყვარელო ჯერ რა დროს იასამანია“ - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­შია. ის ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე დღემ­დე ოც­ნე­ბობს. ინგა ფე­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ის ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.