ვერაზე არასრულწლოვნებმა ობიექტი გატეხეს - მეპატრონე სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
“გამთენიას, 02:26-ზე, ახლა უკვე Premiere alco • პრემიერ ალკო-ს საწყობი და ოფისი გატეხეს (თარხნიშვილი, ვერაზე) ისევ არასრულწოვნებმა. როგორც იცით ჩვენი შოურუმი ორი კვირის წინ გაქურდეს, ჯამში წელს უკვე მესამედ!
მართლა წარმოუდგენელი რეალობაა, არავინ ისჯება! თურმე ეს არასრულწლოვნები ნაქურდალს ციხეში აგზავნიან!“ - წერს თინათინ დიდავა და სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს.