ვინ არის და რას წერს სოციალურ ქსელში სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭი?
14 მაისს მომხდარი ავარიის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა გიორგი თოლორაია, რომელიც მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ფორდ- ფუჟენის" მარკის ავტომობილს, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ავტომობილი დაეჯახა და ამ უმძიმესი ავარიის შედეგად მტკვარში გადავარდა. მაშველებმა ერთი ახალგაზრდის, გიორგი თოლორაიას გადარჩენა შეძლეს, როგორც ითქვა, მანქანიდან გამოსვლა 23 წლის გიორგი შამუგიამაც მოახერხა. თურმე გიორგი თოლორაია იხსენებს რომ დაინახა, როგორ მოცურავდა ნაპირისკენ მისი მეგობარი, მაგრამ ამ დროს წყალში გადავარდნილმა მანქანამ გადაუარა და მერე არაფერი ვიციო. გიორგი შამუგიას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
ნაპოვნია ორი შვილის მამა, უტა ელიავა და ცხედარი მშობლიურ სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. მანქანაში მათთან ერთად იმყოფებოდა 19 წლის დავით ოსეტროვი, რომე
გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში მეგობრებს ემოციურად ემშვიდობება:
"თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიკ ჩემი ძმა ხარ! მაგარი კაცი! ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი"...
"ჩემი ცხოვრება შაგუ, ჩემი კაცი, შენთანაა ჩემი სულიც! მიყვარხარ მაგრად ძმაკაც სადაც ხარ, როგორც ხარ! მაგრაად იყავი! აქ ვარ მეც, შენთან, ჯიმა, აწ და მარადის"...