ცნობილია 22 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც გონიოში ავარიას ემსხვერპლა
15 ივლისს, ბათუმის-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, დაშავდა ორი ადამიანი.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი მაისურაძეა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.