ტრაგედია გურიაში: 23 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხის გამო შეიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა - რას ჰყვებიან ახლობლები
ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ლანჩხუთში 23 წლის თორნიკე წილოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
"დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს" - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ახლობლები ambebi.ge-ს უყვებიან, ახალგაზრდა სრულიად ჯანმრთელი იყო, რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, სადაც მეოთხე სტადიის სიმსივნე (ლიმფომა) დაუდგინდა. "გლოვობს მთელი ლანჩხუთი. უკარგესი ოჯახის შვილი, თორნიკე წილოსანი მოულოდნელად დაიღუპა. სიცხე ჰქონდა მაღალი და ამ ტემპერატურის ფონზე ძალიან ცუდად გახდა, მიიყვანეს კლინიკაში და დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. მთელი ორგანიზმი დაშლილი ჰქონდა. მანამდე არანაირი პრობლემები არ ჰქონდა ჯანმრთელობის, არაფერს უჩიოდა. განაგრძეთ კითხვაა>>>