"თეაააას ჩემი ტუჩები არ მოსწოოოოოონს" - როგორ პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი თეა წულუკიანის "პოსტს"
„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.
როგორც თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: "წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი".
როგორც წულუკიანი წერს, მის ოჯახს მსგავსი ბრალდებების იგნორირების უფლება აღარ რჩება. მისივე თქმით, სარჩელი დედამ, ძმამ და ძმისშვილმა ერთობლივად შეიტანეს.
თეა წულუკიანის გავრცელებულ პოსტს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"თეა წულუკიანის ტექსტი ჩემზე: “ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი...."- წერს თეა წულუკიანი. თეაააას ჩემი ტუჩები არ მოსწოოოოოონს," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.