“ეგ რამდენჯერაც თქვენზე გაბრაზდება, იმდენჯერ ჭორვილას თუ აკილოკავებს, არ არის მისახედი?” - ეკა ხერხეულიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რითიც „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე დაწერილ "პოსტს" ეხმაურება, სადაც ის ჟურნალისტს ცილისწამებისთვის უჩივის.
"ბ-ნო ბიძინა,სად ითაგებით ალაჰმა უწყის, აქ გეტყვით, გეტყვიან...თეა წულუკიანი იმერულ კილოზე რომ ღადაობს,ამ საკითხმა არ დაგაფიქრათ? ეგ რამდენჯერაც თქვენზე გაბრაზდება, იმდენჯერ ჭორვილას თუ აკილოკავებს, არ არის მისახედი?თქვენი მდიდარი, კლდიაშვილისგან განურჩეველი ენა, რა მაგის ასაგდებია?! ღირს დაფიქრებად...გაბრაზებადაც ღირს..." - წერს ეკა ხერხეულიძე.