loader

ამ წუთებში, „არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში, „არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მოქალაქეები, თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც, ამ წუთებში, პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ოცნებავ“ თქვენს ბატონობას დანაშაული ჰქვია, წადით!“. აქციაზე მყოფები ამგვარად პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.

ასევე თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, შეუძლებელია აღნიშნული „არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგანაც ის ძირს უთხრის ქვეყნუს დემოკრატიულ პროცესებს“.