დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - არსებული ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეებმა აქციის მონაწილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქციის მიმდინარეობისას, თვითმხილველების ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეებმა აქციის მონაწილეს სირტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა.
დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეები ითხოვენ გამოიყვანონ ის ადამიანი ვინც თავდაპირველად აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მაყენა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მოქალაქეები, თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც, ამ წუთებში, პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ოცნებავ“ თქვენს ბატონობას დანაშაული ჰქვია, წადით!“. აქციაზე მყოფები ამგვარად პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.
ასევე თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, შეუძლებელია აღნიშნული „არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგანაც ის ძირს უთხრის ქვეყნუს დემოკრატიულ პროცესებს“.